ჯერ ისევ ცივა, ადრე მოგვივიდა ფშავში წასვლა ღრუბლიანი დღეა და მეშინია არ გაწვიმდეს...
მართლა ცუდი ამინდი დაგვემთხვა, აბუზულები მივადექით ვაჟა-ჶშაველას სახლ-მუზეუმს...
თბილისიდან 80 კმ-ის დაშორებით დუშეთის რაიონში მდებარეობს სოფელი ჩარგალი. აქ დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი ვაჟა-ფშაველა, სოფელში მწერლის სახლ-მუზეუმია და ყოველ წელს ტრადიციული ფესტივალი “ვაჟაობა” იმართება.
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო)
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)
„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდანა ვარ,ვინც სიღარიბით ცნობილა...
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ).